11 აგვისტო 2026,   15:13
ვრცლად
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ახლად რეაბილიტირებული ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ახლად რეაბილიტირებული ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა. ცენტრში იქნება სპორტისა და ხელოვნების წრეები, ჭადრაკის კლუბი და სპორტული სატრენაჟორო სივრცე. შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. პროექტის ფარგლებში ასევე, განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობა და გამწვანება.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ჯამურმა ღირებულებამ 270 000 ლარი შეადგინა.

დღის ამბები