08 აგვისტო 2026,   04:29
ვრცლად
საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტები და მიღწევები ლონდონის საერთაშორისო ფორუმზე - უწყება ბრიტანეთთან, ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას აღრმავებს

ლონდონის განათლების საერთაშორისო ფორუმში, წელს 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის იყო საქართველოს განათლების სამინისტრო.

ქართულმა დელეგაციამ, ბრიტანულ უნივერსიტეტებს და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, საქართველოს საელჩოში პირველად უმასპინძლა. გაიმართა ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევის პრეზენტაციაც. დოკუმენტი, ორ ქვეყანას შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღება, ქართველი სტუდენტებისთვის ახლა უფრო ხელმისაწვდომია. შეერთებულ შტატებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ქართულ და ამერიკულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას გულისხმობს.

განათლების სფეროში ურთიერთობები ღრმავდება- ჩინეთთანაც. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება. განათლების მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც დიპლომების და სერტიფიკატების ურთიერთაღიარებას ითვალისწინებს.

Education in Georgia-ს ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ რამდენიმე საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა უკვე მიიღო. მათ შორის არის ინდოეთში გამართული საგანმანათლებლო კონფერენცია.

ავტორი: სიმონ შანავა. 

დღის ამბები