"პედიატრიის აქტუალური საკითხები" - ასე ჰქვია კონფერენციას, რომელიც საქართველოს პედიატრთა აკადემიამ გამართა.
ღონისძიებაში საქართველოს ყველა წამყვანი კლინიკის ხელმძღვანელმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციას დაესწრნენ ფარმაცევტული სააგენტოს ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები.
შეხვედრაზე იმსჯელეს პედიატრიის მიმართულებით აქტუალურ თემებსა და გამოწვევებზე.