სომხეთის დედაქალაქ ერევანში ქართული კულტურის დღეები ანსამბლის, "ერისიონის" შოუ-პროგრამით - "ქართული საგანძური" დასრულდა. გაიმართა გალაკონცერტი.
დარბაზის ფოიეში გამოიფინა ეროვნული სამოსი და სამკაული. ერევანში გამართულ ქართული კულტურის დღეებზე საქართველო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით წარდგა.