
ირანი მზადაა, გააფორმოს შეთანხმება, რომელიც გარანტიას მისცემს ყველას, რომ თეირანი ბირთვულ იარაღს არ შეიძენს. განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ გააკეთა.
ოფიციალური თეირანის პოზიციის მიუხედავად, ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო ესკალაცია ისევ გრძელდება. იბომბება ისლამური სახელმწიფოს სამხედრო ბაზები, ურანის გამამდიდრებელი ობიექტები.
"ცაჰალის" მთავარი მიზანი ირანის ბირთვული პოტენციალის სრული განადგურებაა.
მსოფლიო ახლა დიპლომატიის მოლოდინშია, თუმცა მთავარი მომლაპარაკებელი ისევ არ ჩანს.