08 აგვისტო 2026,   03:16
ვრცლად
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები დიდუბე-ჩუღურეთის საჯარო სკოლებს ეწვივნენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები დიდუბე-ჩუღურეთის საჯარო სკოლებს ეწვივნენ.

დეპუტატებმა რამდენიმე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტრტის თამნამშრომლებმა მომდევნო სამუშაოების დაწყებამდე პრობლემატურ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მომდევნო სასწავლო სწლამდე სკოლების რეაბილიტაცია დასრულდება.

"ჩვენ დღის განმავლობაში 7 სკოლას ვესტუმრებით დიდუბის რაიონში და მივიღებთ გადაწყვეტილებებს იმ ინფრასტრუქტურული აუცილებელი საჭიროებების თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფს განათლებისთვის სათანადო გარემოს შექმნას", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

დღის ამბები