
"მიმდინარე მოვლენებმა, შეიძლება, რეგიონული კონფლიქტის გლობალურ დონეზე ესკალაცია გამოიწვიოს, ჩვენ არ გვინდა, რომ ეს კატასტროფული სცენარი განხორციელდეს", - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ქვეყანა, აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტზებზე თავდასხმას ეხმაურება.
"თურქეთი ღრმად შეშფოთებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმის შესაძლო შედეგებით. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები და თავი აარიდონ ნაბიჯებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის შემდგომი დანაკარგები და ნგრევა. ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დავის გადაჭრის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მხარეებს შორის დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნის მცდელობებს. თურქეთი მზადაა, შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები და შეიტანოს კონსტრუქციული წვლილი," - აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.