17 ივლისი 2025,   09:59
ვრცლად
"საქართველო უპირველეს ყოვლისა" - თბილისში ლიტერატურულ-მხატვრული საღამო გაიმართა

"საქართველო უპირველეს ყოვლისა" - ამ სახელწოდებით, ლიტერატურულ-მხატვრული საღამო გაიმართა თბილისში. ღონისძიება, რომლის მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნა და დაფასება იყო, რიმა ბერაძისა და ჩუღურთის რაიონის გამგეობის თანაორგანიზებით გაიმართა.

ლიტერატურულ საღამოზე მიმოიხილეს, როგორც საქართველოს ისტორიული წარსული, ასევე ისაუბრეს მიმდინარე მსოფლიო პოლიტიკური მოვლენების ფონზე, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე.

ღონისძიება ანსამბლ "რუსთავისა" და ქართველი შემსრულებლების გამოსვლებით დასრულდა.

დღის ამბები