საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ქართულ-ამერიკული ინგლისურენოვანი კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც კურსდამთავრებულებს ანიჭებთ ინფორმაციული ტექნოლოგიების და კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ხარისხს.
პროგრამაზე სულ 120 სტუდენტი ირიცხება, სწავლის საფასური კი სრულად ფინანსდება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ.