08 აგვისტო 2026,   08:12
ვრცლად
კონსერვატორიის დიდ დარბაზში ანსამბლ "დიდგორის" სოლო კონცერტი გაიმართა

კონსერვატორიის დიდ დარბაზში ანსამბლ "დიდგორის" სოლო კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე ანსამბლი განახლებული პროგრამით წარდგა.

შეასრულეს სხვადასხვა კუთხის როგორც ცნობილი, ისევ მივიწყებული ხალხური სიმღერები. ანსამბლი "დიდგორი" უკვე 20 წელზე მეტია ტრადიციულ ქართულ პოლიფონიურ სიმღერებს ასრულებს.

საქართველოს გარდა "დიდგორს" კონცერტები ჩატარებული აქვს საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ისრაელსა და კიდევ არაერთ ქვეყანაში.

დღის ამბები