18 ივლისი 2025,   18:42
ვრცლად
რუსულმა საავიაციო ძალებმა კიევისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს - არიან დაშავებულები

უკრაინაში ომი გრძელდება. გასულ ღამით რუსულმა საავიაციო ძალებმა ომში მყოფი ქვეყნის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს. სამიზნე ობიექტი ზაპოროჟიე და კიევის ოლქია. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საწყობები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ნაწილობრივ დაინგრა კერძო საწარმოს შენობა, არიან დაშავებულებიც.

თავის დაცვას ცდილობს და საპასუხო შეტევს ახორციელებს უკრაინაც. რუსეთის სხვადასხვა აეროპორტში, მომატებული საფრთხის გამო, გადაიდო ფრენები. სახმელეთო-სამხედრო ობიექტებთან ერთად, კიევის სამიზნეა ნოვოროსიისკის პორტიც, სადაც სანაპიროს დასაცავად მაღალი ღირებულების სამხედრო ტექნიკაა განთავსებული.

დღის ამბები