რუსთავის სპორტის სასახლე კიდევ ერთი სპორტული მოვლენისთვის ემზადება, სადაც ფრენბურთში 22 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები გაიმართება.
საქართველოს ნაკრებმა, რუსთავის სპორტის სასახლეში ვარჯიში უკვე დაიწყო. შესარჩევი ტურის შეხვედრებს, რუსთავში, ლუქსემბურგის, ირლანდიის და საფრანგეთის ნაკრებებიც გამართავენ.
საქართველოს ნაკრების წევრებს და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.