08 აგვისტო 2026,   03:15
ვრცლად
ცესკო-ს თავმჯდომარემ საქართველოს ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ასოციაციის მიერ გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ასოციაციის მიერ გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი კალანდარიშვილმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა და როლი საარჩევნო პროცესში, დეზინფორმაცია როგორც საარჩევნო პროცესის მთავარი გლობალური გამოწვევა და მასთან ბრძოლის სტრატეგია, ასევე ისაუბრა 4 ოქტომბერს გასამართ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შესახებაც.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსიაც.

დღის ამბები