ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა, რომელიც 2025-2027 წლებს მოიცავს, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას ფონდის დამფუძნებელ ლელა რაზიკაშვილთან და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა.
რეაბილიტაციის შემდეგ, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს კიდევ ერთი თანამედროვე ინფრასტრუქტურის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი შეემატება.