ამბროლაურში ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.