გურიაში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიხურა.
ათი დღის განმავლობაში, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამ სივრცეში, ექვსი უცხოური და 15 ქართული თეატრი, 21 სპექტაკლით წარდგა.
ფესტივალი ოზურგეთისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრების ერთობლივი სპექტაკლით დაიხურა.