08 აგვისტო 2026,   00:42
ვრცლად
ინფრასტრუქტურის მინისტრი შიდა ქართლის რეგიონში პროექტებს ეცნობა

ინფრასტრუქტურის მინისტრი შიდა ქართლის რეგიონში პროექტებს ეცნობა. რევაზ სოხაძემ დაათვალიერა სამუშაოები, რომლებიც განათლების სფეროში, წყალმომარაგების და საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით სრულდება.

კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში შენდება და რეაბილიტაცია უტარდება 10-ზე მეტ საბავშვო ბაღს, სკოლებს, წყალმომარაგების სისტემას.

იწყება კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი ნიჩბისი-დიდგორის მიმართულებით ერთმანეთს უმოკლესი გზით დაუკავშირდება.

 

დღის ამბები