თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, სახალხო ღონისძიება "მანგლისობა 2025" საზეიმოდ აღინიშნა.
ღონისძიებაზე წარდგენილი იყო მრავალფეროვანი პროგრამა, მოეწყო საგამოფენო სივრცეები, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
ადგილზე მისულ სტუმრებს, მანგლისობის სახალხო დღესასწაული, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ, საქართველოს პარლმანეტის წევრთან, ბოლნისი დმანისი, თეთრიწყარო და წალკის დელეგატთან, დავით შერაზადიშვილთან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი წიკლაურთან ერთად მიულოცა.
საღამოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კონცერტი გაიმართა, რომელიც სსიპ "შემოქმედებითი საქართველოს" პროექტის - "ქართული პოპულარული მუსიკის საღამოები" ფარგლებში იმართება.