კლასიკური მუსიკის სცენაზე საქართველომ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. მსოფლიოს 18 ქვეყანა, 260 მონაწილე, 4 ეტაპი და ქართველი ტრიუმფატორი.
გაილენკირჰენში, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსი წელს მეცამეტედ ჩატარდა. ფინალურ ეტაპზე ქართველ პიანისტს კონკურენციას იტალიელი და სამხრეთ კორეელი მონაწილეები უწევდნენ, თუმცა, კონკურსის ისტორიაში პირველად, ყველა პრიზი მხოლოდ ერთ ქვეყანაში - საქართველოში წამოვიდა.
გამარჯვების შემდეგ, სანდრო გეგეჭკორმა ბისზე გამოსვლისას, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოები ისე შეასრულა, რომ ჟიურიმ ნოტების გადაგზავნა სთხოვა.
ახალგაზრდა პიანისტმა საკუთარი ქვეყანა ბევრჯერ გაახარა, მაშინაც როცა მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა, და მაშინაც, როცა რომის სამეფო დარბაზში ბისზე ორჯერ გამოიყვანეს. ახლა კი, მის მუსიკალურ გამოცდილებას "იურიჯიო პიანო ავარდიც" შეემატა.
მუსიკალური თავგადასავალი გრძელდება. კონკურსში გამარჯვებით სანდრო გეგეჭკორი მომავალ წელს გერმანიაში, კლასიკური მუსიკის კონცერტებზე დაუკრავს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი