თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესებიც.
გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ დანერგილი იქნება მედიკამენტის "ოკრელიზუბამის" კანქვეშა ფორმა, რაც პაციენტებისთვის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
"გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების" პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი ოთხ მილიონ ლარამდეა.