08 აგვისტო 2026,   04:42
ვრცლად
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.

მათ შორისაა ქალაქ მარნეულის შემოვლითი და სოფელ სარალში შიდა გზის მოწყობის სამუშაოები.

ორივე პროექტით ჯამში, 6 კილომეტრამდე, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი გზა მოეწყობა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების პროცესს და უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის მოსახლეობისათვის.

სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ჯამში 4 მილიონ ლარს შეადგენს.

გარდა ამისა ქალაქ მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, აქტიურად მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 4 კმ სიგრძის თანამედროვე სტანდარტების ბილიკები, შშმ პირებისთვის ადაპტირებული პანდუსები და ხე-ნარგავებისთვის სპეციალური კუბები. ტერიტორიის გამწვანებაზე იზრუნებს ადგილობრივი თვითმმართველობა.

პროექტი სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი საერთო ღირებულება 1 900 000 ლარია.

დღის ამბები