08 აგვისტო 2026,   03:33
ვრცლად
ისრაელმა ღაზაში მდებარე საავადმყოფო დაბომბა - დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის, 4 ჟურნალისტი

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე დარტყმის შედეგად, 20 ადამიანი, მათ შორის, 4 ჟურნალისტი დაიღუპა, - ინფორმაციას გამოცემა Axios ავრცელებს.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო დარტყმები სამხრეთ ღაზაში მდებარე ალ-ნასერის საავადმყოფოზე განახორციელეს.

პარალელურ რეჟიმში, განცხადებას აკეთებს ისრაელის პრემიერ-მინისტრიც. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ძალიან წუხს ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ნასერის საავადმყოფოში მომხდარი ტრაგიკული უბედური შემთხვევის გამო.

"ჩვენი ომი არის "ჰამასის" ტერორისტებთან. ჩვენი სამართლიანი მიზნებია "ჰამასის" დამარცხება და ჩვენი მძევლების სახლში დაბრუნება", – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტიც. დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზის სექტორში ომი 2 კვირაში დასრულდება.

დღის ამბები