08 აგვისტო 2026,   04:07
ვრცლად
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობაში ცეცხლი გაჩნდა - ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობაში ცეცხლი გაჩნდა, რომელშიც მაღაზიები იყო განთავსებული.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები