Black Sea Arena-ს სცენაზე დღეს ავსტრალიური მუსიკალური პროექტი წარდგება. გაიმართება Empire of the Sun-ის კონცერტი. კარი 18:30-ზე გაიხსნება, კონცერტი კი 21:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიება Starring Georgia-ის ფარგლებში ტარდება, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიზანია, ახალგაზრდებისთვის საყვარელი შემსრულებლების კონცერტებზე დასწრების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარება და საქართველოს პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე.