08 აგვისტო 2026,   02:55
ვრცლად
"ძალიან არაორდინალური და საინტერესო არჩევნები გვექნება. გარწმუნებთ, ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ" - ზურაბ ჩიკვილაძე, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან"

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, ზურაბ ჩიკვილაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები ძალიან საინტერესო და არაორდინალური იქნება.

როგორც ჩიკვილაძემ "კურიერის" ეთერში აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებში, "ქართული ოცნება" ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

"ძალიან არაორდინალური და საინტერესო არჩევნები გვექნება. ეს იქიდან გამომდინარე, რომ აგრესიული ოპოზიციის ნაწილმა გადაწყვიტა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და თან, არც იმას უარყოფს, რომ რევოლუციური სცენარით გააგრძელონ თავიანთი ღვაწლი 4 ოქტომბერს. ძალიან საინტერესო იქნება ეს ყველაფერი, თუმცა, როდესაც არჩევნებზე ვსაუბრობთ, ძალიან ინტენსიური ჩართულობა გვაქვს აბსოლუტურად ყველა უბანში, დედაქალაქში და საქართველოში. აბსოლუტურად ყველა უბანს დამაჯერებლად მოვიგებთ, აქ ორი აზრი არ არსებობს. ჩვენი მოსახლეობა ბრძენია და ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. საპირწონედ გვყავს ის ადამიანები, რომლებიც შექმნილ სახელმწიფო დოვლათს აფუჭებენ, წვავენ, კერძო ქონებას ანადგურებენ. არც ერთი მათი პოლიტიკური ლიდერი არ გამოსულა და არ უთქვას, რომ ეს დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, აზრიც არ აქვს ამ თემატიკაში შესვლას. ჩვენ, ჩვენი საქმე გვაქვს, ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს. ჩუღურეთის რაიონში ძალიან ძლიერი, სერიოზული გუნდი ვმუშაობთ არჩევნებთან დაკავშირებით, სერიოზული შტაბი გვყავს, ჩვენი მოსახლეობა ძალიან მოტივირებულია და სულ ყველა ველოდებით 4 ოქტომბერს. გარწმუნებთ, რომ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ", - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

დღის ამბები