08 აგვისტო 2026,   05:38
ვრცლად
გემო ფესტი სამცხე-ჯავახეთში - ორი დღის განმავლობაში ადგილობრივი მზარეულები სტუმრებს გასტრონომიულ მოგზაურობას სთავაზობენ

გემო ფესტი სამცხე-ჯავახეთში - ამჯერად გურმანების თავშეყრის ადგილად ბორჯომი იქცა. ორი დღის განმავლობაში ადგილობრივი მზარეულები სტუმრებს გასტრონომიულ მოგზაურობას სთავაზობენ.

თითოეული კერძი ტრადიციების თანამედროვე ინტერპრეტაციით მომზადდა. ადგილობრივმა მზარეულებმა სტუმრებს ის კერძები გაასინჯეს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ მესხური ტრადიციით მზადდებოდა.

სამცხე-ჯავახეთში ფესტივალი პირველად ტარდება. ბორჯომის უნიკალური პარკი გემო ფესტის მთავარ სივრცედ იქცა. ტერიტორიაზე მოწყობილია კვებისა და ღვინის ზონები, სამეწარმეო ბაზარი, გასართობი და ფოტო სივრცეები.

გურმანებისთვის საყვარელი დღესასწაული ხვალაც გაგრძელდება. სამცხე-ჯავახეთი კი გასტრონომიული მოგზაურობის ბოლო წერტილად იქცევა. ამიტომ 2025 წლის გემო ფესტი დროებით პაუზას იღებს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

დღის ამბები