08 აგვისტო 2026,   03:28
ვრცლად
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

კანდიდატი სოფლების - გურკელის, წინუბნის, საყუნეთის, აგარისა და ზიკილიის მცხოვრებლებს შეხვდა.

ადგილობრივებთან ერთად, ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის პარტია "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, სახელმწიფო სერვისებზე, მუნიციპალიტეტში მოქმედ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე, განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. ასევე, ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა გააცნო.

"ვისაუბრეთ საჭიროებებზე, გამოწვევებზე. ყურადღება გავამახვილეთ გამოწვევების გადაჭრის გზებზე. განსაკუთრებულად გამიხარდა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ესწრებოდა შეხვედრას. ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ახალგაზრდების უფრო მეტად ჩართულობა იქნება თვითმმართველობის საქმიანობაში და სწორედ ამ ადმინისტრაციულ ერთეულში სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება სულ ახალი დროის სტანდარტებით აღჭურვილი საბავშვო ბაღი“, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური.

დღის ამბები