ალექსანდრე დარახველიძე ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი იყო.
ახალგაზრდებმა მოისმინეს ინფორმაცია ტრეფიკინგის, დისკრიმინაციის, ქალთა და ოჯახური ძალადობის, ბულინგის, კიბერ-ჰიგიენისა და სამართალდამცავ უწყებასთან დროული თანამშრომლობის შესახებ.