შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 18 მოქალაქე გააძევა. მათ შორის არიან ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ბელარუსის, თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანის და უზბეკეთის მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.