შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერების განადგურების ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.
საგამოძიებო უწყების ცნობით, დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ," - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.