საქართველოს ნაკრები პირველად ევრობასკეტის მეოთხედფინალში - რიგაში, ნაკრები ფინეთის გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის მოგების შემთხვევაში, საქართველო ევროპის ჩემპიონატის ნახევარ ფინალში გავა.
ისტორიულ მატჩზე დასწრების მსურველთა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაინიშნა დამატებით კიდევ ერთ,ი სუბსიდირებული რეისი. Air Baltic-ის თვითმფრინავი რიგის მიმართულებით რამდენიმე საათის წინ გაფრინდა.
საქართველო-ფინეთის მატჩი რიგაში დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.