08 აგვისტო 2026,   01:18
ვრცლად
ახალციხის მერობის კანდიდატი წყალთბილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს ახალციხის მერობის კანდიდატი. ვარლამ წიკლაური ამჯერად წყალთბილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ.

ვარლამ წიკლაურმა აქცენტი გააკეთა სამომავლო პროექტებსა და პროგრამებზე რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, ასევე პროცესებში ადგილობრივების ჩართულობაზე.

 
დღის ამბები