განათლების კომიტეტის მორიგი გასვლითი სხდომა აბასთუმანში - ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში შეკრების მთავარი თემა მეცნიერების სფეროში არსებული გამოწვევების ანალიზი და განვითარების სამომავლო ხედვის ჩამოყალიბება იყო.
შეხვედრას დეპუტატებთან ერთად ობსერვატორიის ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე, რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.