08 აგვისტო 2026,   10:03
ვრცლად
"საზოგადოება კარგად ხედავს პროგრესს, განხორციელებულ პროექტებს და სათანადოდ აფასებს. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ნდობით არიან ჩვენს მიმართ განწყობილი" - "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკის რაიონში ალექსანდრე ასათიანი

"საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს იმ პროგრესს, რომელიც არის ბოლო წლებში, ხედავს განხორციელებულ პროექტებს და სათანადოდ აფასებს. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ისინი ნდობით არიან ჩვენს მიმართ განწყობილი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკის საარჩევნო ოლქში, ალექსანდრე ასათიანი "კურიერის" ეთერში საუბრობს. 

ალექსანდრე ასათიანის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს და განიხილება ყველა ის საჭიროება, რაც მათ აწუხებთ. 

"ჩვენ აქტიურად ვხვდებით მოსახლეობას სხვადასხვა სივრცეებში, სხვადასხვა ქუჩაზე, სკვერებში, ასევე მოსახლეობა გვიკავშირდება სოციალურ ქსელში, ტელეფონით ჩვენს საარჩევნო შტაბში, ვმართავთ შეხვედრებს და განვიხილავთ ყველა იმ საჭიროებას, რაც მათ აწუხებთ. ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია ამ რაიონთან, სადაც ვიყრი კენჭს, ეს არის ცენტრალური ვაკის რაიონი. აქ დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ. ამიტომ, ჩემთვის ძალიან ახლო არიან ის ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ და ის პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ. 

განწყობები ძალიან კარგია. მოსახლეობა შეხვედრებზე გამოხატავს მადლიერებას. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს იმ პროგრესს, რომელიც არის ბოლო წლებში, იმ განხორციელებულ პროექტებს და სათანადოდ აფასებს და ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ისინი ნდობით არიან ჩვენს მიმართ განწყობილი. განწყობა არის კარგი, მათ აინტერესებთ ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ ამ თვითმმართველობის თემებთან. ეს არის ყოველდღიურობა, ყოფითი საკითხები, საყოფაცხოვრებო საკითხები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფარგლებში არსებული საკითხები და ამ თემებზე მიდის საუბარი და განხილვა. ვმსჯელობთ გადაჭრის გზებზე. რა თქმა უნდა, პრობლემები სხვადასხვაგვარია, ზოგიერთი პრობლემა შესაძლებელია, რომ ოპერატიულად გადაწყდეს, ზოგიერთ პრობლემას სჭირდება უფრო ხანგრძლივი პერიოდი და ჩვენ ვიზრუნებთ იმისთვის, რომ ეს საკითხები მოგვარდეს", - აცხადებს ალექსანდრე ასათიანი.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკის საარჩევნო ოლქში, ალექსანდრე ასათიანი იმ დაგეგმილ პროექტებზეც საუბრობს, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

"მოგეხსენებათ, ქალაქის მერმა გამართა რამდენიმე პოლიტიკის პრეზენტაცია, ეს არის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკა, ეს არის გარემოს დაცვის და გამწვანების პოლიტიკა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი ყურადღება მიექცევა მომდევნო წლების განმავლობაში, ეს არის ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკა, ახალი პროგრამები, ასევე ფართოვდება არსებული პროგრამები. ეს არის სკრინინგთან, დიაგნოსტიკასთან და მედიკამენტების დაფინანსებასთან დაკავშირებული პროგრამები. რა თქმა უნდა, ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი და გამწვანებული სივრცეები იქმნება ადამიანებისთვის, მაგრამ მთავარი არის ადამიანების ჯანმრთელობა და მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულად იზრუნებს ამ საკითხებზე", - აცხადებს ალექსანდრე ასათიანი. 

დღის ამბები