აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, პროგრამა - "პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ მონაწილე მასწავლებლებს შეხვდა. კონკურსის ფარგლებში 100 გამარჯვებული გამოვლინდა.
სულხან თამაზაშვილმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა მონაწილეობისა და საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური მიდგომების დანერგვისთვის.
"განათლება და განათლების სისტემა, ჩვენი მთავრობის, გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. თქვენ ხარტ ადამიანები, რომლებიც ქმნით საფუძველს, რომელზეც ვითარდება ჩვენი ქვეყნის მომავალი. სწორედ ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა გააგრძელოს ჩვენი დაწყებული საქმეები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ განვითარებაში", - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილმა.
გამარჯვებული მასწავლებლები ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ 500 ლარიან სახელფასო დანამატს, ასევე 1000 ლარს საჭირო რესურსების შესაძენად.