08 აგვისტო 2026,   10:53
ვრცლად
ნინო ლაცაბიძე მოქალაქეებთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს - ამჯერად შეხვედრა ძველი რუსთავის მოსახლეობასთან გაიმართა

მოქალაქეებთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს რუსთავის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე. ამჯერად შეხვედრა ძველი რუსთავის მოსახლეობასთან გაიმართა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ტოგონიძემ და "ქართული ოცნების" პროპორციული სიის წევრებმა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.

"ვსაუბრობთ მოსახლეობასთან ქალაქის სამომავლო გეგმებზე, იმ განვითარებაზე, რომელიც დაწყებული გვაქვს, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. 4 ოქტომბერს, არჩევანით, რომელსაც რუსთაველები გააკეთებენ, ჩვენ შევძლებთ, რომ დაწყებული ძალიან ბევრი პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ და ბევრი ახალი პროექტი დავიწყოთ, რომელიც ქალაქის განვითარებისთვის, თითოეული რუსთაველისთვის არის მნიშვნელოვანი," - აცხადებს რუსთავის მერი, მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", ნინო ლაცაბიძე.

 

 

 

დღის ამბები