ლილო-ორხევის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, მამუკა ხაბარელი, ლილოში, საქნავთის დასახლებაში მდებარე სკვერში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას სოზარ სუბარი და ვარლამ ლიპარტელიანიც ესწრებოდნენ.
ხაბარელმა ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. წარადგინა საკუთარი ხედვა და ისაუბრა კონკრეტულ გეგმებზე. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოისმინა ინფორმაცია მოსახლეობის საჭიროებებზეც. მამუკა ხაბარელმა მოგვიანებით, ახლად აშენებულ სპორტულ სტადიონზე გადაინაცვლა და ახალგაზრდა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს გაესაუბრა. ის იმყოფებოდა ამილახვრის ქუჩაზეც, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირებსაც შეხვდა.