08 აგვისტო 2026,   01:33
ვრცლად
"ბავშვები წავიდნენ სათამაშოდ, არ იცოდნენ ჩვენი ტერიტორია რომელი იყო და ოკუპირებული რომელი, რუსის ჯარმა დააკავა, მალევე გამოუშვეს" - საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ბავშვების მშობლები ფაქტზე "კურიერთან" საუბრობენ

"კურიერთან" კომენტარს აკეთებენ საოკუპაციო ხაზთან გუშინ დაკავებული ბავშვების მშობლები - მათი ინფორმაციით, ოთხი მოზარდი სათამაშოდ ტყის მიმდებარედ იმყოფებოდა და ტერიტორია აერია. ისინი რუსმა სამხედროებმა დააკავეს, თუმცა 112-ში განხორციელებული ზარის და ქართული მხარის ჩარევის შემდეგ, ოთხივე დაახლოებით ნახევარ საათში გამოუშვეს. 

როგორც მშობლები ამბობენ, ქართულმა სამართალდამცავმა უწყებებმა ბავშვები ოჯახებს მალევე უვნებლად გადასცეს.

"ბავშვები წავიდნენ ტყისკენ სათამაშოდ და არ იცოდნენ ჩვენი ტერიტორია რომელი იყო და ოკუპირებული რომელი, რუსის ჯარმა დააკავა, მაგრამ მალევე გამოუშვეს, არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ძალიან მოკლე დროში მოხდა პოლიციაზე გადმოცემა ბავშვების. ბავშვებისთვის არაფერი დაუშავებიათ", - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი ფიქრია მამაცაშვილი.

დღის ამბები