თბილისის მერმა ზაჰესის დასახლებაში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გახსნა. ბაღში 8 ჯგუფია. ის გათვლილია 250-მდე აღსაზრდელზე.
შენობას აქვს გამწვანებული ეზო ატრაქციონებითა და სათამაშო მოედნებით, ტერასა ღია აქტივობისათვის.
ძველი შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც მისი დემონტაჟი განხორციელდა.
50-ე ბაღის მშენებლობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდა.