08 აგვისტო 2026,   01:29
ვრცლად
შსს-ს ინფორმაციით, გელა ხასაიასთან ერთად მყოფი პირი ამბობს, რომ დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე და ამ უკანასკნელის აგრესია სწორედ ამან გამოიწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრის, გელა ხასაიას თანმხლები პირი ინციდენტის დროს დაზარალებულის ცემის ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე, რამაც მისი მხრიდან აგრესია გამოიწვია.

შსს-ის ინფორმაციითვე, ინციდენტს ადასტურებს თავად გელა ხასაია, თუმცა ძალადობას უარყოფს.

ხასია და მისი თანმხლები პირი პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ მამაკაცს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

დღის ამბები