თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა. მატარებლები მეტროსადგურ ვარკეთილიდან გურამიშვილის მიმართულებით და პირიქით მოძრაობენ, მეტროსადგურ ახმეტელის თეატრისკენ და სარაჯიშვილისკენ კი მოძრაობა დროებით შეფერხებულია.
როგორც სატრანსპორტო სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ტექნიკური ხარვეზის გამო, სარაჯიშვილისა და ახმეტელის თეატრის მეტროსადგურები მგზავრთა ნაკადს ვერ იღებს. მათივე თქმით, შესაბამის ჯგუფი უკვე გასულია და მუშაობს ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ზუსტი დრო, თუ როდის შეძლებს მეტროსადგური მგზავრთა მიღებას, ჯერჯერობით, უცნობია.