კომუნიკაციების კომისიის "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების შესახებ 34 ტრენინგი ჩატარდა და 500-მდე ადგილობრივი გადამზადდა. ტრენინგის მონაწილეები სრულიად უფასოდ გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების გამოყენება და სხვა.
"ციფრული მხარდაჭერის პროგრამას", რომელსაც კომუნიკაციების კომისია 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს, უკვე 9900-მდე ბენეფიციარი ჰყავს.