კომუნიკაციების კომისიის "ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" გრძელდება - ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტში 17 ტრენინგი ჩატარდა და 240-მდე ადგილობრივი გადამზადდა.
ტრენინგის მონაწილეები სრულიად უფასოდ გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა და სოციალური პლატფორმების გამოყენება.
პროგრამა საჩხერის მუნიციპალიტეტში 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.