პასუხის ნაცვლად, კითხვებისგან გაქცევის უსუსურ მცდელობას უწოდებს მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს. ზაზა ბიბილაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტერმინ რუსოფობიას მხოლოდ კრემლი იყენებს. ანალოგიური შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ნიკა გვარამიამაც, თუმცა კომენტარებში წარსულის შეხსენების შემდეგ, გვარამიამ კიდევ ერთი სტატუსი დაწერა, რომელშიც თავის მართლება სცადა.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მოქმედი თუ ყოფილი წევრები პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას უკვე წლებია უშედეგოდ ცდილობენ.
"რა თქმა უნდა, ყველაფერს ცდილობენ, რომ საკუთარ თავზე არ მიიღონ ეს ყველაფერი და საზოგადოებას სხვანაირად წარმოუჩინონ თავი, მაგრამ ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს. ის გადაწყვეტილებები, რაც წარსულში ჰქონდათ, ის დამოკიდებულება რუსეთთან და რუსეთის მოქალაქეებთან რაც ჰქონდათ და დღეს როგორია, ეს ყველაფერი ხომ მიუთითებს მათ ფარისევლობაზე. ელენე ხოშტარია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი "მებრძოლია" რუსეთის წინააღმდეგ, თანხა ერიცხება რუსეთის ფედერაციიდან, სახელმწიფო უწყებებიდან და ახლა რაზე ვსაუბრობთ ზოგადად", - განაცხადა კახა კალაძემ.