უკრაინაში ომი გრძელდება. დარტყმის სამიზნე ზაპოროჟიე გახდა. ოკუპანტებმა ქალაქს რაკეტებით და დრონებით შეუტიეს. დაზიანებულია შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 18 ადამიანი. ზაპოროჟიეში სახანძრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.