დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, ძველი ავტოფარეხების ადგილზე, სპორტული მოედანი აშენდა. მოედანი მულტიფუნქციურია და სპორტის სხვადასხვა სახეობაზეა გათვლილი.
ასევე, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, დაიგო ასფალტის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ მოსასვენებელ სივრცეს.
სამუშაოებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 835 000 ლარამდე დაიხარჯა.