დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დიზაინერი საპატრულო პოლიციამ დააკავა.