04 აგვისტო 2026,   19:01
ვრცლად
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.

დღის ამბები