ატმოსფერული ჰაერი - ამ თემაზე საჯარო სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები ჩატარდა. ორგანიზატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრია, მიზანი კი მოსწავლეებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
შეხვედრებზე ისაუბრეს ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებზე და მისი შემცირებისკენ მიმართულ პრაქტიკულ მიდგომებზე.