სომხეთში მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დამტკიცდა. პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის წარდგინების საფუძველზე, მინისტრების უმეტესობა თანამდებობაზე ხელახლა დანიშნა.
ცვლილება მხოლოდ ერთ უწყებას შეეხო — საუბარია მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის პოსტზე. მთავრობის დანარჩენმა წევრებმა საკუთარი პოსტები შეინარჩუნეს.